„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” - თბილისში აზოტის დიოქსიდის საშუალო დღიური კონცენტრაცია მიკროავტობუსების აკრძალვის შედეგად 9.1%-ით, ხოლო ავტობუსების აკრძალვის შედეგად 29.9%-ით შემცირდა

თბილისში აზოტის დიოქსიდის საშუალო დღიური კონცენტრაცია მიკროავტობუსებით გადაადგილების აკრძალვის შედეგად 9.1%-ით , ხოლო ავტობუსების მუშაობის აკრძალვის შედეგად 29.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინიციატივით, გაანალიზდა გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე air.gov.ge - ზე განთავსებული ჰაერის ხარისხის მონაცემები, რომლებიც დედაქალაქის ხუთ უბანში ( წერეთლის, აღმაშენებლის, ყაზბეგის გამზირი, ვაშლიჯვარი, ვარკეთილი) არსებული სადგურებიდან აკუმულირდება.

„თბილისში NO2-ს საშუალო დღიური კონცენტრაცია 2020 წლის 17 მარტს მიკროავტობუსებით გადაადგილების აკრძალვის შედეგად 9.1%-ით შემცირდა ამავე წლის 1 იანვარი - 16 მარტის პერიოდთან შედარებით, როდესაც აკრძალვები არ მოქმედებდა (36.24-დან 33.23 მკგ/მ3-მდე). ავტობუსების მუშაობის აკრძალვამ (30 მარტიდან 17 აპრილამდე), წინა ეტაპთან შედარებით, როდესაც მხოლოდ მიკროავტობუსები გადაადგილება იყო აკრძალული (17-დან 30 მარტამდე), NO2-ს საშუალო დღიური კონცენტრაცია 29.9%-ით შეამცირა (33.23-დან 25.58 მკგ/მ3-მდე).

17 აპრილს ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა (30 მარტი-17 აპრილი), NO2-ს საშუალო დღიური კონცენტრაცია შემცირდა 26.0%-ით (25.58-დან 20.30 მკგ/მ3-მდე).

26 აპრილიდან ავტომობილებით გადაადგილების დაშვების შემდეგ NO2-ის საშუალო დღიური კონცენტრაცია გაიზარდა 11.7%-ით (20.30-დან 22.67 მკგ/მ3-მდე) წინა პერიოდთან შედარებით, როდესაც აკრძალული იყო ავტომობილებით გადაადგილება (17-26 აპრილი). დღიური დაბინძურების დასაშვები ზღვარი არც ერთ პერიოდში გადაჭარბებული არ არის.

რაც შეეხება შეწონილი მყარი ნაწილაკების (PM 2.5) საშუალო დღიური კონცენტრაციას, როგორც ირკვევა: თბილისში PM2.5-ს საშუალო დღიური კონცენტრაცია 2020 წლის 17 მარტს მიკროავტობუსებით გადაადგილების აკრძალვის შედეგად 30.7%-ით შემცირდა ამავე წლის 1 იანვარი - 16 მარტის პერიოდთან შედარებით, როდესაც აკრძალვები არ მოქმედებდა (21.13-დან 16.17 მკგ/მ3-მდე). ავტობუსების მუშაობის აკრძალვამ (30 მარტიდან 17 აპრილამდე), წინა ეტაპთან შედარებით, როდესაც მხოლოდ მიკროავტობუსები გადაადგილება იყო აკრძალული (17-დან 30 მარტამდე), PM2.5-ს საშუალო დღიური კონცენტრაცია 53.7%-ით შეამცირა (16.17 -დან 10.52 მკგ/მ3-მდე). 17 აპრილს ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა (30 მარტი-17 აპრილი), PM2.5-ს საშუალო დღიური კონცენტრაცია შემცირდა 125.7%-ით (10.52-დან 4.66 მკგ/მ3-მდე). 26 აპრილიდან ავტომობილებით გადაადგილების დაშვების შემდეგ PM2.5-ის საშუალო დღიური კონცენტრაცია გაიზარდა 88.2%-ით (4.66-დან 8.77 მკგ/მ3-მდე) წინა პერიოდთან შედარებით, როდესაც აკრძალული იყო ავტომობილებით გადაადგილება (17-26 აპრილი). დღიური დაბინძურების დასაშვები ზღვარი არც ერთ პერიოდში გადაჭარბებული არ არის,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო