გუდაურში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს სავარაუდოდ, ნაფიცმსაჯულთა სასამართლო განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება.

ხვალინდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

იხილეთ ვიდეო: გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმე, შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება