თამარ გაბუნიას განცხადებით, პლაზმით მკურნალობაზე პროტოკოლში ცვლილებების შეტანა ჯერჯერობით არ იგეგმება

პლაზმით მკურნალობაზე პროტოკოლში ცვლილებების შეტანა ჯერჯერობით არ იგეგმება. როგორც ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, ეს მეთოდი განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეთიკის კომისიის დასტურით გამოიყენება.

„განკურნებული ადამიანების პლაზმის ეფექტურობაზე გარკვეული მონაცემები გლობალურად უკვე არსებობს, ეს მეთოდი გამოიყენება ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში ეთიკის კომისიის დასტურით, პროტოკოლში ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცვლილების შეტანაზე საუბარი არ არის. პროტოკოლი როგორც წესი, აღწერს სტადარტულ მკურნალობას. ამ შემთხვევაში, როცა საუბარია ერთეული პაციენტებისთვის კონკრეტული მეთოდის გამოყენებაზე ეთიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს შესაძლებელია მოხდეს დამოუკიდებლად, კლინიკური საიტების მიერ ისე, რომ არ ჰქონდეს ამის სტანდარტულ ასახვას ადგილი პროტოკოლის დონზე, ამდენად თუ პლაზმით მკურნალობა განისაზღვრება როგორც სტანდარტული მეთოდი და კონკრეტულად სპეციფიკური მეთოდი კოვიდის მკურნალობისთვის, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი ასახვა პროტოკოლში,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა