თამარ გაბუნია განმარტავს, ტესტების შეძენისას ჯანდაცვის სამინისტრო რა ფაქტორებით ხელმძღვანელობს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ტესტების შეძენისას სამინისტრო სარგებლობს რამდენიმე ფაქტორით. მისივე განმარტებით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ტესტი იყოს რეგისტრირებული ქვეყანაში.

„რეგისტრაცია არის ფილტრი იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ მწარმოებელი ქვეყანა, ვიცოდეთ ასევე აქამდე ისტორიულად ხარვეზი ხომ არ აღინიშნებოდა ტესტის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქვეყნებს ტესტების შესყიდვაში, გამოსცემენ სანდო მიმწოდებლების ნუსხას და ეს არის ჩვენთის ვერიფიკაციის წყარო, რომ ვიცოდეთ, რომ ტესტი მაღალი ალბათობით იქნება სარწმუნო.

რა თქმა უნდა, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ყველა შესასყიდი ტესტის ვალიდაცია გავაკეთოთ ჩვენ. არც შესყიდვის პროცედურაში არ არის ამგავრი მოთხოვნა და უბრალოდ, ტექნიკურად ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იქნება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ გარკვეული რისკები ყოველთვის არის, იქიდან გამომდინარე, რომ ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა არ არის 100%-იანი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა