გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტიციო ცვლილების მხარდაჭერა არ მოხდება

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია აბსოლუტურად ერთიანია თავის პოზიციაში. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტიციო ცვლილების მხარდაჭერა არ მოხდება.

„ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ უნდათ, რომ მიიტაცონ ეს ქვეყანა და საქართველომ ვერასდდროს ვერ შეძლოს ნორმალური განვითარება და სიღარიბის დამარცხება იმიტომ, რომ ღარიბი ქართველი ადამიანი არის მათი მიზანი. ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი საკუთარ პოზიციაში და ერთიანობა გულისხმობსიმას, რომ ორივე საკითხს - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის ცვლილება. ეს არის ის შეთანხმება,რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით იქნა მიღწეული და აუცილებლად ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს. რაც უფრო არასწორ და თაღლითურ ნაბიჯებს გადადგამს, მით უფრო მკაცრი იქნება შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ უნდათ ძლიერი პარტნიორი რეგიონში საქართველოს სახით, მითუმეტეს ამ კრიზისის ვითარებაში და ისინი არ დაუშვებენ დემოკრატიის ხელყოფას არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიცია დათმობაზე წავა მმართველ პარტიასთან, „ქართული ოცნება“ მიითვისებს ყველა იმ სიკეთეს, რაც სახელმწიფოს მოაქვს.

„თუ ჩვენ დათმობაზე წავალთ „ქართულ ოცნებასთან“, პირდაპირ გეტყვით, რომ ესენი წაგვართმევენ თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს და მიითვისებენ ყველა იმ სიკეთეს, რაც სახელმწიფოს შეუძლია მოუტანოს ქვეყანას. გადახედეთ რვა წელს, საქართველო გაღარიბდა ყველა კომპონენტში, შემცირდა სამუშაო ადგილები. კორონავირუსამდე ვამბობ, კორონავირუსის შემდგომ კი - ეს არის ძალა, რომელიც კიდევ უფრო საკუთარი სიკეთისთვის გამოიყენებს ნებისმიერ გადმორიცხულ თეთრს, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოგვცემენ ჩვენ გაჭირვების დასამარცხებლად და სამუშო ადგილების შესაქმნელად. საქართველო ან რეგიონალური ლიდერი, ან საქართველო სოფელი - ეს არის პრინციპული არჩევანი და ეს არჩევანი თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს. მე ამ არჩევანს ვაკეთებ, საქართველო რეგიონული ლიდერის სასარგებლოდ, ეს არის ოპოზიციური პარტიების სულისკვეთება“, -აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აქციები იყო უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ის გაგრძელდება, თუ საჭირო იქნება. „მე კარგად მახსოვს მათი განცხადებები, რომ არაფერი შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემაში და არაფერი იქნებოდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იყო კონკრეტული შეხვედრები, რომელმაც ერთ დღეში შეცვალა მათი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მათ სჭირდებათ იგივე წამალი, რა წამალმაც უშველა მარტში. ეს წამალი იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ.

კითხვაზე, უნდა მიმართოს თუ არა მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს პატიმრების შეწყალებაზე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ამის გადაწყვეტის გზები არსებობს.

„როგორც უნდათ, უნდათ მიმართონ, უნდა მომართონ, ქართული ენა არ იცის პრეზიდენტმა და მაინც ვერ გაიგებენ რას მიმართავენ. აქედან გამომდინარე, მაგის გადაწყვეტის გზები არსებობს“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა