ხათუნა ზახაშვილი - თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა  ორზე მეტი მგზავრი განთავსდეს, თუმცა ტაქსებში შეზღუდვა, გაცილებით ხანგრძლივად შენარჩუნდება

თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას რჩება თუ არა ძალაში რეკომენდაცია ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვის შესახებ. მისივე თქმით, ტაქსების შემთხვევაში შეეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული.

„ეს რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც გადაადგილების გარკვეულ შემცირებას უზრუნველყოფს. ეს სახეობა გამოიყენება არამარტო საქართველოში, არამედ ბევრგან და უპირველეს ყოვლისა ასოცირებულია ტაქსების გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან, რაც ნიშნავს, რომ მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს. მოხსნა ამ შეზღუდვებისა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი. თუმცა ტაქსების შემთხვევაში შეეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე