პაატა იმნაძე - ზოგს მთა მოსწონს და ზოგს - ზღვა, დავგეგმოთ დასვენება გემოვნების მიხედვით

ზოგს მთა მოსწონს და ზოგს ზღვა მოსწონს, დავგეგმოთ გემოვნების მიხედვით ,- ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას, თუ სად ურჩევს დასვენებას ბავშვიან ოჯახებს.

პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ მოქალაქეები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გამოიყენებენ.

„გასაგებია, რომ, რაც არ უნდა უცხოელი სტუმრებისთვის კარიბჭეები გავხსნათ, მაინც იმდენი არ იქნება, უცხოელი ტურისტი. ამდენად, პირიქით, მისასალმებელი იქნება, თუ წელს ყველანი გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას, რომ შიდა ტურიზმი განვავითაროთ ქვეყანაში და მაქსიმალურად ავითვისოთ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები კურორტების სახით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა