დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირებულ ბავშვებში კავასაკის სინდრომის დიაგნოზი არ დასმულა.
მისივე თქმით, არ არსებობს ასევე, ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდი ხელს უწყობს კავასაკის ტიპის დაავადების განვითარებას.
„კითხვა, ძირითადად არის მაინც კლინიცისტებთან და პედიატრებთან, ვინც ვირუს ინდუცირებულ ავტოიმუნურ დაავადებებზე მუშაობენ. იმის გამო, რომ ჩემი წარსული უკავშირდება მსგავსს, მოკლედ გეტყვით: მე თვითონაც დამისვამს რაღაც დროს კავასაკის სინდრომის დიაგნოზი. პირდაპირ გეტყვით, საქართველოში კოვიდთან დაკავშირებულ ბავშვზე მსგავი ეჭვიც არ მიტანილა. ეს არის ვირუს ინდუცირებულ სისხლძარღვთა ავტოიმუნური პათოლოგია. ძირითადად, ასეთი ჩვენთან არ დაფიქსირებულა და მსოფლიოშიც არ არის ერთგვაროვანი აზრი, რომ კოვიდი ხელს უწყობს კავასაკის ტიპის დაავადების განვითარებას. თუმცა, ბევრი ადამიანი იხრება იქითკენ, რომ კოვიდი თურმე მარტო ფილტვებს და სასუნთქ გზებს არ აზიანებს და მას ე.წ. პოლიორგანული დაზიანება ახასიათებს. ასე რომ, მთლად უწყინარი დაავადება კოვიდი არ არის. იცით, რომ ამ ვირუსის კვალი გარდა ფილტვის ქსოვილისა, აღმოჩენილია გულის მიკარდში, ტვინის ქსოვილში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ა.შ.. ასე რომ, ვიყოთ ფრთხილად, თუ დგინდება ეს, დროზე ექიმთან მივიდეთ. კავასაკი ჩვენთან არ დასმულა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.