ამირან გამყრელიძე - სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც, მემგონი, მიკერძოებას დაგვაბრალებენ

სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნა ზახაშვილი არის მწვანეა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატა იმნაძის გურიაც მწვანეა, მემგონი, მიკერძოებას დაგვაბრალებენ ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ე.წ. მწვანე რეგიონებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ხათუნა ზახაშვილთან და პაატა იმნაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაზიანებით პირველ ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი და მას მოსდევს თბილისი. მისივე თქმით, „საბედნიეროდ გვაქვს რეგიონები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეხებია კოვიდი“.

ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, მოსახლეობის სიმჭიდროვე და მიგრაცია ყოველთვის არის ერთ-ერთი ფაქტორი დაავადების გავრცელების.

„სწორედ ამიტომ იყო ქვემო ქართლისადმი თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი, რომ ქვემო ქართლის რეგიონში შემოსვლას უკავშირდებოდა პირველივე შემთხვევა ჩვენ ქვეყანაში კოვიდ ინფექციის რეგისტრაციის. ჩვენ რომ არ აღმოგვეჩინა ის შემთხვევა საზღვრის კვეთისთანავე, ეს პროცესი ბევრად ადრე დაიწყებოდა ქვემო ქართლში. შემდგომი პირველი შემთხვევები, რომელიც დაკავშირებული იყო ქვემო ქართლთან, მართალია, ასოცირებული იყო მოგზაურობასთან, მაგრამ მერე უკვე შიდა გავრცელება მოხდა ძალიან იოლად იქ არსებული მოსახლეობის სიმჭიდროვის, ცხოვრების წესის, კულტურული თავისებურებების გამო და ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ქვემო ქართლთან დაკავშირებით იყო მიღებული, განპირობებული იყო პირველ რიგში იქ არსებული მოსახლეობის სიმჭიდროვით და მეორე მხრივ იმ თავისებურებით, რომ დიდი იყო მიგრაცია ამ რეგიონსა და ძალიან მაღალი დაზარალების ქვეყნებს შორის,“- განაცხადა ზახაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში