არჩილ თალაკვაძე - ყველა ადამიანი, ვინც დღეს "ქართულ ოცნებაშია", მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს, მაგრამ გუნდი აუცილებლად განახლებული სახით წარდგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით წარდგება.

მისი თქმით, გუნდში დარჩებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც.

როგორც თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, მმართველმა პარტია გუნდის ახალი წევრების შესარჩევად, ასევე პოლიტიკურ პროგრამაზე, უკვე ერთი წელია მუშაობს.

"რაც შეეხება კამპანიას, ჩვენ ერთი წლის წინ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, როგორც პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე ჩვენი გუნდის განახლებაზე. რა თქმა უნდა, 2020 წლის არჩევნებისთვის საპარლამენტო გუნდში იქნებიან წარდგენილნი ახალი სახეები, მათ შორის, გუნდში იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც. ყველა ადამიანი, ვინც დღეს ჩვენს გუნდშია, რა თქმა უნდა, მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს, მაგრამ გუნდი აუცილებლად განახლებული სახით წარდგება. მგონი, რთული გამოსაცნობი არ არის, დღეს ამ შემადგენლობიდან, ვინ იქნება მომავლის გუნდში. ახალ სახეებს რაც შეეხება, ერთი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ შერჩევის პროცესი, იყო ძალიან ბევრი კონკრეტული კანდიდატურა, ჩატარდა სპეციალური შეფასებები, გვქონდა გასაუბრებები, კონსულტაციები და გარწმუნებთ, რომ ძლიერი და საინტერესო გუნდი იქნება 2020 წლის არჩევნებში წარდგენილი ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცესების მშვიდ განვითარებას და ოპოზიცია აქციებს ჩაატარებს თუ სხვა ფორმებს აირჩევს, დისტანციურად შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ ამ ყველაფერს, ეს არის მათი საქმე. ეს უფლებები არის დაცული, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პროცესების მშვიდ განვითარებას, რომელიც სჭირდება დემოკრატიულ პროცესს, ჩვენ უზრუნველვყოფთ. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილი, ვინც რეალურად აფასებს ამ სიტუაციას სწორ დასკვნებს გამოიტანს და მხარს დაუჭერს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მე ვფიქრობ ის, მაღალი ალბათობით, მიღებული იქნება და ჩვენგან 100%-იანი მხარდაჭერა ექნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა