გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. სასამართლო პროცესი მცხეთაში ამ წუთებში იმართება და მასზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მხარეების მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

იხილეთ ვიდეო: გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია