საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 123 დევნილ ოჯახს გადაეცემა

მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 123 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ოჯახები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.

„ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება. დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა