ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ, ბავშვთა უცნობ დაავადებაზე, რომელიც ექსპერტების ვარაუდით, კორონავირუსთანაა კავშირში, პარიზშიც განაცხადეს

საფრანგეთში, უცნობი დაავადებით, რომელიც ექსპერტების ვარაუდით, კორონავირუსთან არის კავშირში, 9 წლის ბიჭი დაიღუპა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ეს პირველი შემთხვევაა. გავრცელებული ცნობებით, ბავშვი კორონავირუსის დადასტურებიდან მეშვიდე დღეს გარდაიცვალა.

აქამდე უცნობ დაავადებაზე, რომელიც დიდი ალბათობით კორონავირუსს უკავშირდება, ლონდონსა და ნიუ-იორკშიც განაცხადეს. ლონდონის ბავშვთა ჰოსპიტალში აღნიშნეს, რომ მას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა, რომელსაც თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა.

ნიუ-იორკის გუბერნატორის თქმით კი, უცნობ დაავადებას 3 მცირეწლოვანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ექპსერტების ინფორმაციით, დაავადება 1-დან 14 წლამდე ბავშვებში ვლინდება და მას მაღალი სიცხე და გამონაყარი ახასიათებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა