მარიამ ქვრივიშვილსა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ახალი გაიდლაინებისა და წესების შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმროების, ტურისტული კომპანიების და შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად იმ ახალი გაიდლაინების შესახებ იმსჯელა, რომელიც იქნება სავალდებულოდ აღსასრულებელი ინდუსტრიის ყველა ბიზნესისა და მათ შორის სასტუმროებისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ონლაინ ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ტურიზმის სექტორის 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მათივე ცნობით, შეხვედრამდე ტურიზმის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა დარგის წარმომადგენლებისთვის გაზიარებული დოკუმენტის სამუშაო ვერსია. მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე კი დეტალურად მოხდა ინსტრუქციებისა და წესების შესახებ კონკრეტული მსჯელობა.

მათი ინფორმაციით, ახალ ნორმებს საქართველო ერთ-ერთი პირველი დანერგავს. სასტუმროების მომსახურე პერსონალის აღჭურვილობა, ხშირი სადეზინფექციო სამუშაოები, დეზობარიერების არსებობა, სასტუმროებში დალაგების კუთხით სიახლეები, და სხვა ეს არასრული ჩამონათვალია იმ წესებისა რომლის შესრულებაც სასტუმროებს ყოველდღიურობაში მოუწევთ.

„აღნიშნული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქედან გამომდინარე რომ კერძო სექტორს ჰქონდა საშუალება პირველად დოკუმენტს გაცნობოდა, ჩვენ კი მათი კომენტარების მოსმენის შესაძლებლობა გვქონდა, რაც შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ კიდეც . უმთავრესია ბიზნესმა არათუ შეძლოს ახალ სტანდარტებზე ადაპტირება, არამედ მათ ასევე არ გაუჭირდეთ ბიზნეს ოპერირება. ამ პროცესში ძალიან ღირებულია კერძო სექტორის მოსაზრება. ახალი გაიდლაინების წინასწარ გაცნობა ეხმარება ბიზნესს, რომ სწორი მოლოდინები ჰქონდეთ და იცოდნენ რა სავალდებულო რეგულაციები შემოვა ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურიზმის სექტორისთვის ახალი წესების შემუშავების პროცესში ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგები. მომდევნო დღეებში ჩვენ სექტორს საბოლოო ვერსიას წარვუდგენთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ონლაინ შეხვედრები ტურიზმის სფეროს ცალკეულ წარმომადგენლებთან გაგრძელდება, რომ დარგს სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმ წესების და უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ, რომელთა შესრულებაც ტურისტების მისაღებად მოუწევთ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული გაიდლაინების პროექტი, საჯარო რამდენიმე დღეში გახდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა