მამუკა მდინარაძე - პირადად მე, პრეზიდენტის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ  ცალკე ინსტიტუტია, გადაწყვეტილება მიიღო, ესაა მოცემულობა, რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა

პირადად მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი , - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

მისი თქმით, არ ელოდა ამ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არასწორია, თუმცა პრეზიდენტის მოტივაცია გასაგებია.

„რამდენად სწორად ეს მეორე საკითხია, მაგრამ მან მიიჩნია, რომ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სპეკულაციური პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი. იმიტომ რომ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რაიმე სერიოზული პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ ხელში აღებული. მაგრამ პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, ეს გადაწყვეტილება მიიღო, ესაა მოცემულობა რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა და ვფიქრობ, შეიძლება ამ შემთხვევაში სპეკულაციების მეტი საფუძველიც მიეცეთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას. თუმცა ერთია რამდენად სწორია პრაგმატულობაზე ასე გათვლა და მეორეა, რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორეს, პარლამენტზე შტურმში მონაწილეობაში", - აცხადებს მდინარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა