სენატორები და კონგრესმენები - საქართველოს მთავრობა ცდილობს გააძევოს ამერიკული ბიზნესები - ნებისმიერი აქტივობა მართულია გეოპოლიტიკური გათვლებით, მათ შორის ცნობებით ივანიშვილის რუსეთთან კავშირებზე

აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ "საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო", რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. წერილში ასევე საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, რომელიც მათი თქმით, "ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს".

„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომლის სათავეშიც „ქართული ოცნებაა“ ცდილობს გააძევოს ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესები, რომელთაც ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ჩადეს. ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მართულია გეოპოლიტიკური გათვლებით, მათ შორის ცნობებით ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთის მთავრობასთან. აქტივობები, რომელიც საქართველოში შავი ზღვის პორტებს უკავშირდება, საფრთეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორისაა პორტის მშენებლობიდან ამერიკული კომპანიების გაძევება და საქართველოს მიერ მცირე ძალისხმევა, შესრულდეს ვაშინგტონის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები, გასაკუთრებით პორტებთან მიმართებაში“, - ნათქვამია კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებაში.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ლეგიტიმური ბიზნესების გაძევებასთან ერთად კანონსაწინააღმდეგო ვაჭრობას აქვს ადგილი.

"ქართული ბიზნესები და ქართული საფინანსო სისტემა წლების განმავლობაში ცნობილი იყო ამერიკაში სანქციების დამწესებელი ჩინოვნიკებისთვის, როგორც ირანისთვის ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ სამმა ირანელმა ბიზნესმენმა თბილისში მცირე საბანკო ინსტიტუტი აიღეს და მას ფულის გადასარიცხად და სხვა აქტივობებისთვის იყენებდნენ, ისეთისთვის, როგორიცაა ფულის გადაცვლა, იყენებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული კომპანიებისთვის და თვით ავიახაზებისთვისაც კი. ქვეყნის დასავლური ორიენტაცია და ქვეყანაში არსებული პორტები საქართველოს ირანისთვის იდეალურ სამიზნედ აქცევს", - აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ვიდეო

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა