დევნილთა სააგენტო მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს

დევნილთა სააგენტო თბილისში ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დევნილი ოჯახების უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად, დროებით შეჩერებული იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 18 მაისიდან, ასევე, განახლდება იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი, რომლებსაც განაცხადი „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში აქვთ შევსებული.

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 252 დევნილ ოჯახს გადასცემს. ამ ეტაპზე, 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. დამატებით, თბილისში, უკვე შესყიდულია 500-მდე ბინა, რომელთა დიდ ნაწილი ოროთახიანია. აღნიშნული ბინები დევნილ ოჯახებს განსახლების მეორე ეტაპზე გადაეცემათ.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს: ერთოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა; სამოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგი 18 მაისიდან განახლდება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა