ნიუ-იორკის გუბერნატორი - გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ არასდროს დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით, გახსნა ისე არავის უნდა, როგორც მე

ნიუ-იორკის შტატში გასული დღე-ღამის მანძილზე 139 ადამიანი დაიღუპა. როგორც ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა იკლებს.

გუბერნატორ ენდრიუ კუომოს თქმით, იმასთან შედარებით, რა ვითარებაც იყო შტატში ეს რიცხვები, კარგი ამბავია.

"სხვა დროს და ადგილას, მე რომ ეს სიახლე გადმომეცა, ძალიან შოკისმომგვრელი იქნებოდა ადამიანებისთვის. ამ გარემოებაში კი არ არის შოკისმომგვრელი. იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით, ეს კარგი ამბავია. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ არასდროს დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით. ყველას სურს გახსნა. გახსნა ისე არავის უნდა, როგორც მე" , - აღნიშნა კუომომ.

მისივე თქმით, კორონავირუსისგან შაბათის, 15 მაისის მონაცემებით, შტატში სულ მცირე 157 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 88 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შტატებში კორონავირუსისგან დაიღუპა 88,836 ადამიანი. ამავე ინფორმაციით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1,471,674-ს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა