დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც ადვოკატები მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას შეცვლის თუ არა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ. დაეთანხმება თუ არა, აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა, ეს უცნობია.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა