ნიუ-იორკის გუბერნატორმა კორონავირუსზე ტესტი პირდაპირ ეთერში ჩაიტარა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ კორონავირუსზე ტესტი ყოველდღიური ბრიფინგის დროს, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

პროცედურის შემდეგ კუომომ განაცხადა, რომ ტესტი ძალიან „იოლი“ და „სწრაფია“ და არანაირ ტკივილს გრძნობს.

„არც ტკივილს ვგრძნობ და არც დისკომფორტს. თვალების დახუჭვა კარგი რელაქსაცია იყო. არ არსებობს მიზეზი, რატომაც არ უნდა ჩაიტაროთ ტესტი,“- მიმართა მან მოსახლეობას და ხუმრობით დასძინა, რომ თუ ხვალ აღარ გამოჩნდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის შტატი აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 90 000-მდე ფატალური შემთხვევიდან დაახლოებით ერთი მესამედი ნიუ-იორკშია დადასტურებული. შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული საკარანტინო ზომები 13 ივნისამდე გაახანგრძლივა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა