ემანუელ მაკრონი - თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა - ადამიანის ჯანმრთელობის ყიდვა ან გაყიდვა არ შეიძლება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მასზე ყველას თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს.

„თუ ჩვენ აღმოვაჩენთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მასზე წვდომა უნდა ჰქონდეს ყველას. თუ ვირუსი ცოტასთვის საფრთხედ დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველასთვის საფრთხე იქნება. ეს პრინციპის საკითხია. ადამიანის ჯანმრთელობა სადავო არ უნდა იყოს, მისი ყიდვა ან გაყიდვა არ შეიძლება“, - აღნიშნა მაკრონმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციის დროს.

ცნობისთვის, გასულ კვირას პოტენციური ვაქცინის საკითხმა გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. საფრანგეთის ხელისუფლებამ კომპანია Sanofi-ს აღმასრულებელი დირექტორი სამთავრობო სხდომაზე ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა, მას შემდეგ, რაც პოლ ჰადსონმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კომპანია ვაქცინას შეიმუშავებს, მას პირველ რიგში აშშ-ს გადასცემს, იმიტომ, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ შტატებიდან მოდის. მაშინ თემაზე კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გააკეთა. მისი თქმით, პოტენციური ვაქცინა უნდა იყოს შემუშავებული მთელი მსოფლიოს კეთილდღეობისთვის და არ უნდა დაექვემდებაროს საბაზრო კანონებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა