რამზან კადიროვმა საავადმყოფოებიდან იმ ექიმების გაგდების ბრძანება გასცა, რომლებმაც დამცავი აღჭურვილობის უქონლობის გამო პრეტენზია გამოთქვეს

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საავადმყოფოებიდან იმ ექიმების გაგდების ბრძანება გასცა, ვინც დამცავი აღჭურვილობის სიმცირეზე პრეტენზიას გამოთქვამენ. ინფორმაციას „კავკაზკი უზელზე“ დაყრდნობით, The Moscow Times-I ავრცელებს.

„პროვოკატორები უნდა გაყაროთ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს: აღჭურვილობა, სამოსი, ნიღბები, ჟანგბადი, წამლები. ის კი არა, ჩვენ სხვა რეგიონებსაც შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩვენ სულ ცოტა 30-40 000 სპეციალური სამოსი გვაქვს და მილიონობით ნიღაბი“, -აღნიშნა კადიროვმა და დასძინა, რომ ის ექიმი, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა „უბრალოდ გიჟია“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს მედპერსონალმა აქცია გამართა. მათი თქმით, დამცავი აღჭურვილობის უქონლობას მათი კოლეგა შეეწირა. ცოტა ხნის შემდეგ, ექიმებმა ადგილობრივი ტელევიზიით ბოდიში მოიხადეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი