აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე თვეში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები.

„ამ თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, COVID-19 საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა