მურმან დუმბაძე - დიდი პოლიტიკური გაერთიანება საერთო კანდიდატს დააყენებს "ოცნების" წინააღმდეგ, გამორიცხული არაა, რომ რომელიმე პარტიამ საკუთარი კანდიდატი მაინც დააყენოს

მაჟორიტარებზე შეთანხმება საერთო კოალიციურ ფორმატში, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში მიღწეულია, - ამის შესახებ "ემსახურე საქართველოს"ლიდერმა მურმან დუმბაძემ გაერთიანებული ოპოზიციის" ძალა ერთობაშიას" შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი იქნება თუ არა 30 მაჟორიტარული ოლქი. დუმბაძის თქმით, ეს დამოკიდებულია 8 მარტის ხელშეკრულების შეთანხმების შესრულებაზე.

"თუ საბოლოოდ, მიღწეული იქნება 8 მარტის შეთანხმება , 30 მაჟორიტარულ გეოგრაფიაში, დიდი პოლიტიკური გაერთიანება, საერთო ოპოზიციურ ერთ კანდიდატს დააყენებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. არ გამოირიცხება ის შესაძლებლობაც, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი მაინც დააყენოს გეოგრაფიაში, მაგრამ ეს იქნება მისი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ერთულსულოვნად არც ერთი ადამიანი არ განხილულა რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. მე მაქვს სურვილი, რომ 30 გეოგრაფიაში განაწილდეს ის ადამიანები, რომელსაც აქვს ბრძოლის დიდი გამოცდილება, ვისაც შედეგები დაუდია, ვინც დღევანდელ დღეს სწორად ხედავს და სწორად ხედავს ჩვენი ქვეყნის მომავალს", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

კითხვაზე,ამ შემთხვევაში მოიაზრებს თუ არა საკუთარ თავს, დუმბაძე პასუხობს, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული.

"ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, რადგან ჩვენ დიდ კოალიციურ გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, აქ ყველა პოლიტიკური პარტიის ამბიცია უნდა იყოს გათვალისწინებული: მომცრო, საშუალო ზომის, დიდი, ძლიერი. საკითხი დგას ასე, ჩვენ შევთანმხდით, რომ ერთი კანდიდატი იქნება გეოგრაფიაში", - განაცხადა დუმბაძემ და დასძინა, რომ მას აქვს გამოცდილება, თუმცა ეს არა პირადად მისი, როგორც მურმან დუმბაძის, არამედ კოალიციის გადასაწყვეტია.

როგორც დუმბაძემ განამარტა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეხვედრა იმართება "ძალა ერთობაშიას" ფორმატში საერთო პარტიულ სიაზე, ან კოალიციურ სიაზე ლაპარაკი არსად ყოფილა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელმა შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს მთავარი საკითხი, თუ როგორ უნდა შესრულდეს ბოლომდე 8 მარტის ხელშეკრულების პირობები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს