გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობის განვითარებაში, დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებას, რაშიც ჩვენს ფერმერებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება

ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია, ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც მარწყვის მცირე პლანტაცია დაათვალიერა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნახევარ ჰექტარზე გაშენებული პლანტაცია, რომელიც 5 ათასი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, 1 800 კგ-მდე მოსავალს იძლევა, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი წამოწყებებით შესაძლებელია ხარისხიანი ადგილობრივი წარმოების სურსათით ბაზრის მომარაგება და ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, ძალიან დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებასაც, რაშიც ფერმერებსა და მეწარმეებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.

გიორგი გახარია გურჯაანში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფება, სადაც სოფლის მხარდამჭერი ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ინფორმაციას ფერმერებს თავად აწვდის.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი