არჩილ თალაკვაძე - ჩვენ მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით, როცა უფრო ლოკალური ხასიათის იქნება ის შეზღუდვები, რომელიც მაინც საჭირო რჩება,  ვიდრე ინფექციის სრული განეიტრალება არ მოხდება

ამ მომენტისთვის ობიექტური საფუძვლები, რის გამოც ფართო შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა იყოს საჭირო, არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით, როცა უფრო ლოკალური ხასიათის იქნება ის ღონისძიებები და შეზღუდვები, რომელიც მაინც საჭირო რჩება ჯერჯერობით ვიდრე ინფექციის სრული განეიტრალება არ მოხდება, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. დღეს ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

"კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია არის ქვეყანაში დამაიმედებელი. შენარჩუნებულია ტენდენცია, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. თავად ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობაც არ არის საგანაგაშო, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივყვეთ შეზრუდვების მოხსნის გეგმას და თანიმიმდევრულად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ამავე დროს მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პროცესის ძალიან პრაგმატული და ფრთხილი მართვა, ვინაიდან შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოჰყვეს. მოგეხსენებათ, პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე მუშაობს. ამ მომენტისთვის ობიექტური საფუძვლები, რის გამოც ფართო შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა იყოს საჭირო, არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით, როცა უფრო ლოკალური ხასიათის, უფრო შევიწროვებული იქნება ის ღონისძიებები და შეზღუდვები, რომელიც მაინც საჭირო რჩება ჯერჯერობით ვიდრე ინფექციის სრული განეიტრალება ან მისი სრული ლოკალიზება არ მოხდება. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ინფექციის მართვის რეჟიმში ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა და სწავლა ინფექციის პარალელურად მუშაობისა და პროცესების მართვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა