პაატა იმნაძე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცირება იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი ხდება.

ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" განაცხადა.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ ეს იქნება, ნიღბების ტარება აუცილებლად. მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, გვესმის, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა