იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 162 ადამიანი გარდაიცვალა, 813 კი დაინფიცირდა

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 162 ადამიანი გარდაიცვალა. ეს რიცხვი 63-ით მეტია წინა დღის მონაცემზე. დღემდე ვირუსს ქვეყანაში საერთო ჯამში, 32 169 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დაინფიცირებულთა სტატისტიკას, იტალიაში ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 813 ადამიანს გამოუვლინდა, რაც ასევე თითქმის გაორმაგებული რიცხვია წინა დღის მონაცემთან შედარებით. იტალიაში დღემდე დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 226 700-ს აღწევს.

130 000-მდე ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 65 000-ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა