გიგა ბოკერია ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემაზე - ივანიშვილის გუნდი ცდილობს ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას სიძულვილის თესვაში და შემდეგ მათი მხარდაჭერის მოპოვებას ასეთი ნაბიჯებით

ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობილებების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ, ცდილობს ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას სიძულვილის თესვაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კანონპროექტს, რომლის თანახმად ეკლესიას შესაძლებელია ტყის ფართობები გადაეცეს.

ბოკერიას შეფასებით, ასეთი ნაბიჯები არასწორია დღესაც და არასწორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდშიც.

„ამ ტიპის ნაბიჯები, წინა საარჩევნოდ და ზოგადად, არასწორია დღეს, არასწორი იყო გუშინაც, იმ პოლიტიკური გუნდის დროსაც, როდესაც მე გახლდით ხელისუფლებაში. ოღონდ ვითარება კი არ გაუმჯობესდა ამ თვალსაზრისით, რომ ამ ტიპის ცდუნებას ხელისუფლებები არ აყოლოდნენ, პირიქით, გაუარესდა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობილებების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ, ცდილობს ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას სიძულვილის თესვაში და შემდეგ, მათი მხარდაჭერის მოპოვებას ამ ტიპის ნაბიჯებით. ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა