არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში არჩილ თალაკვაძემ სილვიუ დომენტესთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ეპიდ. უსაფრთხოების გეგმა განიხილა.

„პლენარული და საკომიტეტო სხდომების რეგულარობა, ასევე პარლამენტის შენობაში თანამშრომლების აქტივობა ეტაპობრივად გაიზრდება. თავდაპირველად თანამშრომლების მხოლოდ 25% იმუშავებს შენობაში, ხოლო 75% გააგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში. ეპიდუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში გამოყენებული იქნება პერსონალური დამცავი საშუალებები, ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოკონტროლი და სხვა ღონისძიებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა წარმატებულად შეაფასა COVID19-ის წინააღმდეგ საქართველოს ძალისხმევა და შედეგები. ასევე, ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ ისეთ რეფორმებს, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა