ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყება

სკოლებში და ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კამპანიის განსახორციელებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ბატონ გიორგი კეკელიძესთან, რომელიც გულისხმობს, რომ სოფლის სკოლებში და ბიბლიოთეკებში აქტიურად წავა კამპანია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, მეტი ცნობიერების შეტანისთვის კოვიდინფექციასთან და ზოგადად, ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით სკოლის ასაკის ბავშვებში. ეს ძირითადად განხორციელდება ბიბლიოთეკების საშუალებით და ამაში ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა და ჩვენი ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამსახური იქნება აქტიურად ჩაბმული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე