ამირან გამყრელიძე - 22 მაისიდან 5 დღის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში ე.წ. სეროპრევალენტური კვლევა ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მაისიდან ბოლნისსა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. სეროპრევალენტური კვლევა ჩატარდება. მისი თქმით, კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში ჩატარდება.

„ზეგიდან, პარასკევიდან ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ვიწყებთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევას, რათა დავადგინოთ, როგორია კოვიდინფიცირების გავრცელება მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში. საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ, თელავი. ერთნაირი მიდგომით, ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში ჩავატარებთ ამ კვლევებს. ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა