ხათუნა ზახაშვილი - ბოლნისსა და თელავში ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული კვლევით ვეცდებით, დავადგინოთ, რამდენია კოვიდინფექციის სავარაუდო გავრცელება - კვლევა ანტიგენ ტესტებით ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ბოლნისისა და თელავის მოსახლეობას ტესტირება ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სწრაფი ტესტების მეშვეობით ჩაუტარდებათ. ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკვე შერჩეულია კვლევის მონაწილეთა სია.

„ბოლნისში და თელავში მიმდინარე გამოკვლევა სრული გამოკვლევა ნამდვილად არ არის. საუკეთესო მოდელია თუ ყველა მოსახლეს გამოიკვლევ და სრული სურათი გექნება, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ ვეცდებით ამ კვლევით დავადგინოთ თუ რამდენია კოვიდინფექციის სავარაუდო გავრცელება. იცით, რომ ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში არ გვქონია, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტში გავრცელების საკმაოდ მაღალი რიცხვი გვაქვს. შევეცდებით შევაფასოთ რეალური სიტუაცია, რისთვისაც შერჩეულია მოსახლეობის რეპრეზენტატული რაოდენობა სხვადასხვა დასახლებული პუნქტები. გვაქვს შერჩეულ ადამიანთა სია და ამ შერჩეულ ადამიანებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ტესტირება ანტიგენ სხეულის ტესტებით ჩატარდება,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა