ამირან გამყრელიძე - ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაზე, ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა-უნდა მოვემზადოთ

ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაზე, ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს გარდა ღმერთისა , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები ამ ტალღებს კიდევ უფრო მეტად მომზადებულები უნდა შეხვდნენ.

„ბევრი მოსაზრებაა მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაზე. ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს გარდა ღმერთისა. ერთადერთი, რაც ჩვენ, ქვეყნებმა უნდა გავაკეთოთ - უნდა მოვემზადოთ. ანუ მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე პირველი ტალღის დროს იყო, რათა უფრო ნაკლები დაზიანებით გამოვიდნენ ქვეყნები, თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება. ამიტომ ხაზს ვუსვამ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი სხვა რესპირაციულ ვირუსებს ჰგავს, რომლებიც ერთ სეზონზე არასდროს დასრულებულა.

„ნებისმიერი პროგნოზი არაკეთილშობილური საქმეა, რადგან თუ არ გაგიმართლა, მერე ძალიან უარყოფითად მოგდგებიან ხოლმე, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს დაავადება ყველა თავისი მახასიათებლით ძალიან ჰგავს ტიპიურ რესპირაციულ დაავადებას, გავრცელების მექანიზმი იგივე აქვს, რაც სხვა რესპირაციულ ვირუსებს და ამ რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ ზამთარ-შემოდგომის პერიოდში ყოველთვის მატება. ის, რომ სხვა ცნობილი პანდემიები ერთი სეზონის შემდეგ არასოდეს დასრულებულა, გვძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ეს არ იქნება ერთი ტალღა, შეიძლება მოყვეს მეორე, მესამე, ვნახოთ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ტერიტორიებზე როგორ განვითარდება მოვლენები. ამის კარგ გაკვეთილს მოგვცემს მიმდინარე ზაფხულ-შემოდგომის სეზონი ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ასევე ცივი სეზონია სამხრეთ ნახევარსფეროში. ვფიქრობთ, ამასობაში მტკიცებულებები უფრო მეტი მოგროვდება და შესაბამისად, შეიძლება, მოხდეს ახლოვადიანი გეგმების გადაწყობა-მზადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზახაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა