ამირან გამყრელიძემ პედიატრებს მიმართა, კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება

კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება ან მისი მსგავსი კლინიკური გამოხატულება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ პედიატრებს მიმართა, კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება.

„კავასაკის სინდრომზე მეც დამისვამს დაიგნოზი. მოგეხსენებათ, ეს სისხლძარღვოვანი დაზიანება ძირითადად სხვადასხვა ინფექციითაა გამოწვეული და მათ შორის კორონამაც შეიძლება ეს გამოიწვიოს. ალბათ უპრიანია, რომ კლინიცისტებმა და პედიატრებმა გასცენ პასუხი, რადგან ეს უფრო გვხვდება ბავშვთა ასაკში. ეს შედარებით იშვიათი გართულება და სინდრომია და არა მგონია, რომ ჩვენს პედიატრებს შეეშალოთ, თუ ამ ტიპის ავადმყოფი იქნება. არსებობს ამ დაავადების მართვის პროტოკოლი. მივმართავ ჩვენს პედიატრებს, რომ მეტი ისაუბრონ კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით, რომლის კავშირი კორონავირუსის ინფექციასთან, ამის დიდი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ალბათობა არის, რადგან კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება ან მისი მსგავსი კლინიკური გამოხატულება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა