ამირან გამყრელიძე - შეიძლება ეს არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება

სლოგანი, რაც დღემდე გვაქვს, - „ დარჩი სახლში“ თანდათანობით შეიცვლება სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დარჩეს ხანგრძლივად.

როგორც გამყრელიძემ „ფეიბუქლაივის“ მიმართვისას განაცხადა, არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულებებში, მაგრამ დაწესებულებებში და შეკრებების დროს პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის გათვალისწინება დიდხანს დარჩება.

„ხომ იცავთ წესს სასურსათო მაღაზიებში შესვლისას, ძალიან კარგი იყო, რომ ამ წესს ჩვენი საზოგადოება იცავდა და იცავს. ახლა, უკვე თანდათან სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება. ჯერ არსად ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები გაიხსნა. როგორც ვიცი, იქაც ძალიან აქტიურად იცავენ წესებს, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთდროულად დახურულ სივრცეში, ადამიანებს შესვლისას უზომავენ ტემპერატურას, ხელები სანიტაიზერებით მუშავდება. შეიძლება, ეს არ გვსიამოვნებს, რადგან ესეც გარკვეული ტიპის შეზღუდვაა, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე ნამდვილად იქნება, ვიცი. მერე კიდევ ვნახოთ. ამიტომ, შეზღუდვების მხრივ გარკვეული ღონისძიებები იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა