ამირან გამყრელიძე - მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, შეკითხვას: ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საშუალებას.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკორდინაციო საბჭოზე დღესაც გაჟღერდა, რომ რამდენიმე შემზღუდველი ღონისძიება სწრაფი ტემპით შემსუბუქდეს.

„საკოორდინაციო საბჭოზე დღესაც ითქვა, რომ რამდენიმე შემზღუდველი ღონისძიება სწრაფი ტემპით შევამსუბუქოთ. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა დიდია და ის ძირითადად, მაინც დიდ ქალაქებშია დატვირთული. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა