პაატა იმნაძე - კორონავირუსით რეინფიცირება არ არის უცნაური მოვლენა -  ჩვენთან სამია ასეთი აღწერილი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა აღწერილი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არსებული მეცნიერული მტკიცებულებებით ეს გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„რეინფიცირება არ არის უცნაური მოვლენა. ეს ჯერ კიდევ ჩინელებს აღწერილი ჰქონდათ, შემდეგ კორეელებმა, დაახლოებით, 150 ასეთი შემთხვევა აღწერეს. ჩვენთან სამია ასეთი აღწერილი შემთხვევა. ჯერჯერობით არსებული მეცნიერული მტკიცებულებებით ეს გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. არის ასეთი მოსაზრება, რომ რნმ ინახება ლორწოვანში და მისი დეტექცია ხდება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ვირუსი ცოცხალი აღარ არის, უბრალოდ დეტექცია ხდება. იყო თეორია, თუმცა ბევრი უკვე ამას უარყოფს, რომ ხომ არ არის შესაძლებლობა პაციენტების რეინფიცირების. ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიზღვევთ და ასეთი პაციენტები მაინც საკარანტინე სივრცეებში არიან, რათა ყოველგვარი გაუგებრობა გამორიცხული იყოს“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა