ამირან გამყრელიძე - „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, კარგად ვისწავლეთ  ხელების დაბანა და დამუშავება

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“, კარგად ვისწავლეთ ხელების დაბანა და დამუშავება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პირადი ჰიგიენის დაცვით გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციაც შესაძლებელია.

„კარგია, რომ ჩვენ ყველამ ერთად უფრო მეტი ყურადღება გავამახვილეთ პირად და საზოგადოების ჰიგიენაზე. ეს მარტო კორონავირუსს კი არ აგვაცილებს, პრევენციას გააკეთებს ძალიან ბევრი სხვა ინფექციური დაავადებებისას, გრიპის სეზონზე და სხვა დროსაც. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, კარგად ვისწავლეთ ხელების დაბანა და ხელების დამუშავება. ქალბატონი ხათუნა სულ მასწავლიდა ამას, ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პირველ რიგში და ახლა, ნახეთ აქ, როგორ არის მოწყობილი და როგორ ვიცავთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე ტოქსიკოინფექციებისა და დიარეით მიმდინარე დაავადებების რისკი იზრდება.

„შემდგომი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ადამიანებისათვის დახურულ სივრცეებში, ვგულისხმობ სავაჭრო ობიექტებს, მსგავსი ტიპის დაწესებულებებს, უნდა იყოს ხელმისაწვდომად და კარგად მოწყობილი ისეთი სივრცეები, სადაც შეიძლება ხელის დამუშავება გამდინარე წყლით და საპნით. ეს დაგვიცავს არა მარტო კორონავირუსისგან. ზაფხულში დიდი რისკი დგება დიარეით მიმდინარე დაავადებები, რომელიც ამ სეზონზე ჩვენს ქვეყანაში უპირატესია. გვახსოვდეს ზაფხულის სეზონი მოდის, გვეზრდება საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციებისა და დიარეით მიმდინარე დაავადებების რისკი და იყავით ფრთხილად. ხელების დაბანას დაუმატეთ კიდევ უსაფრთხო საკვები და უსაფრთხო წყალი. დარწმუნებული ვარ, ამ პირობების დაცვისას საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციებისა და დიარეები ნაკლებად შეგაწუხებთ“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე