ამირან გამყრელიძე - ტურიზმთან დაკავშირებით  რისკი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მთელ მსოფლიოში დღეს ყველა ქვეყანა ამსუბუქებს სიტუაციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურიზმს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების კუთხით რისკები ახლავს, თუმცა კორონავირუსთან თანაცხოვრების პრინციპების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, შესაძლებელია ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდეს, თუმცა სწრაფი რეაგირების გეგმით ფართომასშტაბიანი ეპიდემია თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

„ტურიზმთან დაკავშირებით, რისკი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირებულების რიცხვი სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს რიცხვებზე მეტია, მთელ მსოფლიოში დღეს ყველა ქვეყანა ამსუბუქებს სიტუაციას, იმიტომ რომ ყველა მიხვდა, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება არც ერთ წელიწადში, ამიტომ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები, კორონავირუსის ინფექციასთან თანაცხოვრების. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს, პირველ რიგში, წესების დაცვა. უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და სწრაფად რეაგირების საშუალებები იმისთვის, რომ თუ ასეთი მიკრო ეპიდაფეთქებები იქნა, თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია. ამიტომ, უნდა იყოს ოქროს ბალანსი, ანუ სწორი ბალანსი. ერთ მხრივ, შეიძლება გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და მეორე მხრივ, უნდა იყოს დაბალანსებული ჯანდაცვისა და პრევენციული ღონისძიებებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა