ამირან გამყრელიძე - ახლა რომ იგივე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მალე მივიღებთ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას

ახლა რომ იგივე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალე მივიღებთ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ნაკლები ზიანის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ მობილობის დაგდება იყო.

„ამიტომ ვამბობთ, რომ კორონავირუსმა მთელს მსოფლიოში ბევრი რამე შეცვალა, ბევრი სამსახური გადავა ონლაინ სამუშაოზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. ნაკლები მობილობა! ჩვენ რომ დღეს რაღაცას მივაღწიეთ და ნაკლები დაზიანება გვაქვს ქვეყანაში, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სწორედ მობილობის დაგდება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა