ევროკავშირის საბჭომ 10 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, 10 ქვეყნისთვის საგანგებო მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

20 მაისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრედიტო პაკეტის მოცულობა 3 მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარება უკავშირდება კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიას.

აღნიშნული კრედიტიდან ყველაზე დიდი მოცულობის თანხას - 1.2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს, მეორე ადგილზე ტუნისია - 600 მილიონით. დახმარება გამოეყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ორ ქვეყანას - საქართველოს - 150 მილიონი ევრო და მოლდოვას - 100 მილიონი ევრო. ამ პაკეტიდან თანხას მიიღებენ დასავლეთ ბალკანების ქვეყნები სერბეთის გარდა.

ბრიუსელს მაკროსაფინანსო დახმარებისთვის მინსკმაც მიმართა. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ მზად არიან მინსკისთვის თანხის გამოსაყოფად. თუმცა, ელოდებიან ბელორუსსა და მსოფლიო სავალუტო ფონდს შორის შეთანხმებას.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირის საბჭომ 10 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა