პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა დაშვება განახლდა

საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღიდან, 21 მაისიდან COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შენობაში შესვლისას მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა.

“პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (ც კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლების და მათი რესპონდენტების კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ისინი განთავსდებიან სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში.

ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.parliament.ge. შეგახსენებთ, რომ საკანონდებლო ორგანოში პერიოდულად ტარება სადეზინფექციო ღონისძიებები. შენობის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია სპეციალური სადეზინფექციო სითხეები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე