მაკა სოლოღაშვილი - ბავშვებში არათუ რაიმე გართულება, კოვიდ-19-ის ძალიან მსუბუქი მიმდინარეობაა

ბავშვებში არათუ რაიმე გართულება, კოვიდ-19-ის ძალიან მსუბუქი მიმდინარეობაა, - ასე უპასუხა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბავშვებში კავასაკის სინდრომის სავარაუდო საფრთხეს შეეხებოდა.

მისივე თქმით, იმ მოზარდებში, რომლებიც კლინიკაში ამ დროის განმავლობაში მკურნალობდნენ, არანაირი გართულება არ ყოფილა.

„სავარაუდოდ, ყველაზე მეტი მოზარდი ჩვენ გავატარეთ. არ გვქონია ბავშვებში არათუ რაიმე გართულება, ძალიან მსუბუქი მიმდინარეობაა, შემოსვლის პერიოდში თუ გამოიხატება სუბფებრილიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია რადიოლოგიური მონაცემებით გამოიხატოს ორმხრივი პნევმონიაც კი, ბავშვები კარგად გრძნობენ თავს და არანაირი სხვა სინდრომის გართულება და გამოხატულება არ გვქონია სახეზე," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა