კახა კალაძე კითხვაზე, ხომ არ შეუწყობს ხელს კობახიძის განცხადება პარტიებს შორის პოლარიზებას - პოლარიზება, რაც დღესაა, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს?!

გამიჭირდება ჭკუა დავარიგო ოპოზიციას, თუმცა მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება".

კითხვაზე, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ხომ არ უწყობს ხელს პარტიებს შორის პოლარიზებას, კალაძემ განაცხადა, „პოლარიზება, რაც დღეს არის, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს“.

„ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს. ზოგადად, მივესალმები იმას, რომ გარკვეული მიმართულებით შეიძლება ბევრ რამეში არ ვთანხმდებოდეთ და ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, თუმცა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ამ ვითარებაში აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით, ძირითადად მიდიოდა შემოტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას იცავდა. მახსოვს მათი განცხადებები. შესაბამისად, გამიჭირდება ჭკუა დავარიგო ოპოზიციას, თუმცა მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ „პოსტივის" ეთერში განაცხადა, რომ "ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება".

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა