გიგა ბოკერია - მგონი, ირაკლი კობახიძე ცდილობს უფრო შლეგად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე არის

მე მგონი, ირაკლი კობახიძე ცდილობს უფრო შლეგად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თანახმად მას „ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი არ ახსენდება".

ბოკერიას შეფასებით, კობახიძე ცდილობს „თავი შლეგად მოგვაჩვენოს".

„რა უნდა გითხრათ, მე მგონი, ეს კაცი ცდილობს ჩვენს მოტყუებას... ზოგადად, კლასიკოსები გვყავს. მგონი, ბოროტი სულიც ახსენა, ხომ?! „გალაკტიონში არის დემონი, ჩემში კი უფრო ანგელოზია" - წალენჯიხელი გენიოსის სიტყვებით გველაპარაკა. მე მგონი, ცდილობს, რომ მოგვატყუოს, ასეთი სულელი არ შეიძლება რომ იყოს. კიდევ ერთი კლასიკოსია და ის ამბობდა ხოლმე - ბრძენი უნდა იყო და შლეგად უნდა მოაჩვენო ხალხს თავიო და მე მგონი, ცდილობს, რომ უფრო შლეგად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე არის, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, ასეთი სისულელის კორიანტელი როგორ შეიძლება თქვას“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია - მგონი, ირაკლი კობახიძე ცდილობს უფრო შლეგად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე არის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა