გია ვოლსკი - პოლიტიკური ინტერესებით გაზავებულ შეკითხვებს თუ მივყვებით, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ - საგანგებო ვითარების შენარჩუნება ხომ არ უნდათ ოპონენტებს, რომ არჩევნები არ ჩატარდეს?

პოლიტიკური ინტერესებით გაზავებულ შეკითხვებს თუ მივყვებით, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ - საგანგებო ვითარების შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისათვის, რომ არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს, ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც სიტუაცია უმართავი გახდება? - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეჭვების გამოთქმისას ოპონენტებმა მაგალითები უნდა დაასახელონ, რისგან უნდათ საზოგადოება და არჩევნები რომ იხსნან.

„პოლიტიკური ინტერესებით გაზავებულ შეკითხვებს თუ მივყვებით ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ - საგანგებო ვითარების შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისათვის, რომ არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს, ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც სიტუაცია უმართავი გახდება? ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს. ამიტომ, იქნებ მოიყვანოთ ისეთი მაგალითი, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის, რაზე ვკამათობთ, რისგან გვინდა გადავარჩინოთ საზოგადოება, რისგან გვინდა გადავარჩინოთ თუნდაც არჩევნები. რასაკვირველია, იმის გაკეთება, რომ საკითხი ერთი ადამიანის ხელშია და ერთს უარს ეტყვის შეკრებაზე და მეორესთვის შეკრებას დაუშვებს, ეს დაუშვებელიც არის და ამის შემაკავებელი მექანიზმიც გაცილებით მეტია. აქ მხოლოდ კონსტიტუციას არ ვეყრდნობით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა