თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანაში უკვე ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, როდესაც აკრძალვების ნაწილი დაუსაბუთებელია

დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანაში უკვე არის ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, როდესაც აკრძალვების ნაწილი არის დაუსაბუთებელი და აქედან გამომდინარე, მოსახლეობაში იწვევს აგრესიას. ამასთანავე ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით ყველა თანაბრად არის დაინტერესებული.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ეს მხოლოდ თქვენი ინტერესი არ არის, ეს ასევე არის ჩვენი ინტერესი და თანაბრად ვართ დაინტერესებულები, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და სრულად დაცული. პირადად მე, მხარი დაგიჭირეთ ყველა ღონისძიებაში, რომელიც პროპორციულად და ადეკვატურად მიმაჩნდა. შეიძლება სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ორჯერ დავუჭირე მხარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ასევე, სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც აუცილებელი იყო, ჩემი აზრით, ამ მიზნით. პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს დღეს მოცემულობა, როდესაც აკრძალვების ნაწილი უკვე არის დაუსაბუთებელი და მოსახლეობაშიც უკვე საკმაოდ დიდ წინააღმდეგობასა და აგრესიას იწვევს იმიტომ, რომ ვერ ხედავენ ისინი, რამდენად არის პროპორციული არსებული ვითარებისა და ასევე, ვერ ხედავენ საკმარის დასაბუთებას,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა