დიმიტრი ხუნდაძე - საუბარი არ არის იმაზე, რომ პარლამენტი გავაუქმოთ და სახლში წავედით, რა თქმა უნდა, პარლამენტი საზედამხედველო საქმიანობას იტოვებს

არც არის საუბარი იმაზე, რომ 100%-ით გადავაბაროთ, პარლამენტი გავაუქმოთ და წავედით სახლში, რა თქმა უნდა, პარლამენტი საზედამხედველო საქმიანობას იტოვებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ირგვლივ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტისთვის საკანონმდებლო მოღვაწეობის გაგრძელება უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, უმჯობესია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გააგრძელოს იმ რეგულაციებით მუშაობა, რომლის განხორციელების უფლებასაც მას პარლამენტი მიანიჭებს.

„საგანგებო მდგომარეობის დროს უფრო რთულია პარლამენტმა საკანონმდებლო მოღვაწეობა გააგრძელოს, ვიდრე მის გარეშე. სწორედ ამას გთავაზობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე იმუშაოს მთავრობამ თავისი რეგულაციებით, რის უფლებასაც ჩვენ მივცემთ ან არ მივცემთ, არ ვიცი, აქ უნდა გადავწყვიტოთ და პარლამენტმა გააგრძელოს თავისი საკანონმდებლო მუშაობა, თუ იქნება საჭირო, დავსხდეთ, დავწეროთ და მივიღოთ კანონი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა