პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურა დაამტკიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურა დაამტკიცა.

პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე წარდგენილ სამ კანდიდატურას უყარა კენჭი: სერგო შავგულიძეს, ვახტანგ აბაშიძესა და თამარ ჭელიძეს.

კენჭისყრის შედეგად ვახტანგ აბაშიძეს პარლამენტმა 82 ხმით დაუჭირა მხარი.

ვახტანგ აბაშიძე 2014 წლიდან დღემდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია. 2014-2017 წლებში ის ასევე იკავებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტსაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა